რეზონანსი
11.12.2017

 (რეზონანსი) „ძალიან მინდა ოპოზიცია ბოღმით არ დაიხრჩოს, არ მოკვდეს და ახალ წლამდე მიაღწიოს, - ასე გამოეხმაურა კალაძე ოპონენტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებულ საახალწლო განათებებს ნაწილები სცვივა.

„ ვიმედოვნებ, წლევანდელი თბილისი იქნება საუკეთესოდ განათებული. მე მესმის, რომ ეს პარტიულ ტელევიზიას და გაკოტრებულ პარტიას არ სიამოვნებს, მაგრამ ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანი საზოგადოებაა.

თბილისი არის კმაყოფილი და გაძლევთ პირობას, რომ ის იქნება საუკეთესოდ განათებული. თუმცა, მომავალ წლებში უფრო უკეთესი იქნება, რადგან დრო იყო ძალიან ცოტა. სულ რაღაც ერთი თვეა დავიწყეთ მუშაობა, რაც მოვახერხეთ, ეს იყო", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×