რეზონანსი
12.12.2017

 (რეზონანსი) „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ახალი დირექტორის, მამუკა კობახიძის განცხადებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" პიკის საათებში, მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის არსებული 3,5 წუთიანი ინტერვალის 2,5 წუთამდე შემცირებას გეგმავს.

„პიკის საათში მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი ამჟამად დაახლოებით 3,5 წუთი გვაქვს. თუმცა, ორი ახალი შემადგენლობის შეძენისა და კიდევ ორი ახალი შემადგენლობის მოდერნიზების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს, პიკის საათებში მეტროში მატარებლებს შორის ინტერვალი 2,5 წთ შემცირდება", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×