რეზონანსი
12.12.2017

 (რეზონანსი) პეჩორის რაიონული სასამართლოს შენობიდან სააკაშვილის გათავისუფლების შემდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურორიიურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი-კურჩენკოს საქმის გამო კოლოსალური ზეწოლის ქვეშაა.

ლუცენკოს თქმით, სააკაშვილის საქმიანობაზე თვალის დახუჭვას სთხოვენ, რადგან სამართლებრივი დევნით პროკურატურა სააკაშვილის პოპულარობას ზრდის.

უკრაინის გენერალური პროკურორი საქართველოს ექსპრეზიდენტის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას არ ეთანხმება და დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი დანაშაულებრივი ორგანიზაციისგან სახსრებს იღებდა, რომელსაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზებისთვის იყენებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×