უკრაინის პეჩერსკის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი საქმის მოსამართლე მამაცი აღმოჩნდა და მითითებები არ შეასრულა. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ შინაპატიმრობის პირობებშიც შეძლებდა აქციების გამართვას.
"მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მე სახლში ჩამკეტონ და გარეთ არ გამომიშვან. მე სახურავიდანაც შემეძლო მიტინგების ჩატარება, მაგრამ გამომიშვეს. დღეს, რაც მთავარია, მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი აქ იყო,მინისტრები, მთავრობის წევრებიდა ა.შ. ყველა გვერდზედაგვიდგა. გუშინ ჩემმხარდასაჭერად შეიკრიბა ათეულათასობით ადამიანი. ეს არის კარგი შანსი, მოვახდინოთ ამ ხალხის კონსოლიდაცია დაგავიმარჯვოთ. უკრაინაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ საქართველო დარჩეს გამარჯვებული," - აღნიშნა სააკაშვილმა.
რაც შეეხება მის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებას, სააკაშვილი აცხადებს, რომ აქ უფრო მარტივად "მოაყომარებს" საქმეს, ვიდრე უკრაინაში.
"თუ საქართველო ექსტრადირებაზე ისევ მიმართავს უკრაინას, ეს შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ პირიქით გადაიგზავნონ რუსეთში ან მონღოლეთში. თუ ხელი წაუცდათ რამეზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე აქ," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეძლებს თუ არა სააკაშვილი საქართველოში იმავე ქმედებების წარმატებით გამეორებას, რაც უკრაინაში განახორციელა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ირმა სოხაძე (მომღერალი): ეჭვი მეპარება, რომ ამის განმეორება შეძლოს. იმიტომ, რომ ამას რა მოჰყვა, ეს 9 წლის განმავლობაში უკვე ვნახეთ. არა მგონია, ასეთი მახსოვრობაგარეცხილი ერი ვიყოთ, ეს არ გვახსოვდეს.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): სააკაშვილი უდავოდ ნიჭიერი პოლიტიკოსია, ეს ფაქტია და თუკი უცხო ქვეყანაში მიაღწია ამას, მე არ გამოვრიცხავ, რომ საქართევლოშიც შეძლოს მობრუნება და როგორც საკუთარი, ისე იმ ძალების მობილიზება, რომლებიც მას ადრე რაღაცის გამო უპირისპირდებოდნენ. საზოგადოებაში უკვე შეიმჩნევა, რომ მისი ოპონენტების ნაწილი ისე აღარ აკრიტიკებს მას, როგორც ადრე.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): ეს წარმატება მიღწეულია იმის ფონზე, რომ დღეს უკრაინაში პოლიტიკური სიტუაცია დაბალ დონეზეა. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად გათამაშებული სპექტაკლი როგორც სააკაშვილის, ისე პოროშენკოს მხრიდან. რისთვის არის ეს ყველაფერი, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ვერ შეძლებს აქ წარმატების მიღწევას იმიტომ, რომ უკრაინელებმა ჯერ არ იციან, ვისთან აქვთ საქმე და ქართველებმა ვიცით. ჯერ ერთი, კიევში ცხოვრობს 5 მილიონი ადამიანი და მათი მრავალრიცხოვნობის ფონზე, ამ აქციაზე არცთუ ისე ბევრი ადამიანი იყო. მეორეც, იქ მარტო მიშას მომხრეები არ იყვნენ და თანაც, აქციაზე სხვა ბევრი მოთხოვნა იყო დაყენებული. უკრაინელები ჯერჯერობით ხიბლში არიან, ცოტა ხანი ვაცადოთ. მანამადე არ მოისვენებს სააკაშვილი, სანამ ორ პროვინციასაც არ დააკარგვინებს მათ. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მეცოდებიან კიდეც უკრაინელები, რადგან ისინი მოტყუებული არიან.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): მსგავს მასშტაბებს არ ველოდები, მაგრამ ალბათ, გარკვეულ რაოდენობას შეკრიბავს. იმიტომ რომ, თუ არჩევნების მიხედვით ვიმსჯელებთ, ამომრჩევლის გარკვეულმა რაოდნეობამ ხმა მისცა მის პარტიას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე