რეზონანსი
13.12.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, გახდეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ამბიციები არ აქვს.

„მე მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა უკრაინის მთავრობაზე, თუმცა არასდროს ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე. ჩემი აზრით, უკრაინის პრეზიდენტი უნდა იყოს უკრაინელი, ის, ვინც აქ დაიბადა და გაიზარდა", - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას პრემიერ-მინისტრის პოსტს სთავაზობდა.

„პოროშენკო სულ მიანიშნებდა იაცენიუკს, რომ მე შემდეგი პრემიერ-მინისტრი ვარ" - აღნიშნა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×