(რეზონანსი)"ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუკი საქართველოში მისი ექსტრადირება მოხდება, ხალხი მაშინვე გაათავისუფლებს.
„ხელისუფლებას საქართველოსთან ჩუმად მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება უნდოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასაც ექნება პრობლემები, რადგან საქართველოში ხალხი მაშინვე გამათავისუფლებს და ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკ-ფაქტორი გავხდები პოროშენკოსთვის.
მე არ მაქვს იარაღი, არ მყავს „ბოევიკები", არ ვაპირებ ვინმეზე თავდასხმას. ფაქტია, რომ ის ვერ გაუმკლავდა ერთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს იარაღი, თანამდებობა, ან ფული.
მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს." - განაცხადა სააკაშვილმა.