(რეზონანსი) ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საქართველოში ჰიბრიდული მანქანების შემოყვანა, დაახლოებით, 60 პროცენტით გაიზარდა.
მინისტრმა ყურადღება თამბაქოს აქციზზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ თამბაქოს ნაწილში ინფლაციის კომპონენტი 1,2 პროცენტია.
„თამბაქომ საერთო ინფლაციაზე ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რაც ქვეყანაში დაფიქსირდა.
საუბარი იმაზე, რომ თამბაქოს აქციზი არ უნდა გაზრდილიყო, რათა ამას საერთო ინფლაციაზე არ ემოქმედა, მართებული არ არის", - განაცხადა ბახტაძემ.