რეზონანსი
14.12.2017

 (რეზონანსი) უკრაინელი პილიტოლოგის, ვლადიმერ ფესენკოს განცხადებით, სააკაშვილი ახლა ისევე მოქმედებს, როგორც ლენინი 1917 წელს, ანუ ფულს იღებს ნებისმიერისაგან. როგორც უკრაინელი ოლიგარქებისაგან, ისე სხვებისაგან.

„სულაც არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილს ფული კურჩენკოსაგანაც მიეღო", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

ფესენკომ გაიზიარა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის ოლიგარქ კურჩენკოსთან კავშირი რუსული სპეცსამსახურების, კერძოდ, ეფ-ეს-ბეს ეშმაკური თამაშია.

მისივე თქმით, ამ საქმეზე დაკავებული დანგაძე არაერთმნიშვნელოვანი პიროვნებაა და საკმაოდ ბევრ ეჭვს იწვევს.

"სააკაშვილის გარემოცვა მას მანამდეც ადანაშაულებდა მისივე მოძრაობაში თანამდებობებით ვაჭრობაში ", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×