რეზონანსი
14.12.2017

 (რეზონანსი) აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის დაბლოკვას ითხოვს.

შესაბამისი რეზოლუციის პროექტი რენდ პოლმა სენატში 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.

"დაიბლოკოს საქართველოს მთავრობისთვის Javelin-ის 410 რაკეტის და გამშვები მოწყობილობის 72 ბლოკის მიყიდვა", - წერია პროექტში, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს.

რენდ პოლი კენტუკის შტატს წარმოადგენს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას მხარი ნოემბერში დაუჭირა.

ხელშეკრულების დაბლოკვის უფლება კონგრესს აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×