რეზონანსი
14.12.2017

 (რეზონანსი ახალი კონსტიტუციის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის საკითხებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონი დაარეგულირებს.

დეტალები ჯერ საკანონმდებლო ორგანოში გავლილი არ არის, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ახლა საკმარისი იქნება საქართველოში დაბადებულმა და ადრე საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირმა განცხადებით მიმართოს იუსტიციის სამინისტროს და მას მოქალაქეობა აღუდგება.

ცვლილებები შეეხება ყველას, ვინც მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგა.

ასეთ პირებს შორის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც. საქართველოს მოქალაქობა მან 2015 წელს დაკარგა, როცა პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველი გახდა და მოქალაქეობა მიიღო.

გაცილებით უფრო ადრე დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ. მას 1995 წელს შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელბულ ტერაქტში ედება ბრალი.

აღნიშნულ თემას პარლამენტში სალომე ზურაბიშვილი ლობირებდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×