რეზონანსი
14.12.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვერაფრით ვერ შეძლო პუტინმა ჩემი დავიწყება. შემთხვევითობა გგონიათ ის, რომ მისი თეზისები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრებსა და ტერმინოლოგიას სრულად ემთხვევა?" - დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

დღეს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინი სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

პუტინის შეფასებით, "სააკაშვილი საცოდავი სანახავია".

"როგორ ითმენთ ამას? ის დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს პრეზიდენტი იყო, ახლა მოედნებზე დარბის და ყვირის: "მე უკრაინელი ვარ". უკრაინაში უკრაინელები დაილია? და უკრაინა ამას ითმენს?! ის ძალიან საცოდავი სანახავია და გული მეწვის",- განაცხადა პუტინმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×