გვანცა ღვედაშვილი
14.12.2017

 “ხელისუფლების შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულში ირიბად თანამონაწილეობენ”, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლოტოლოგი გია ხუხაშვილი 22 ნოემბრის სპეცოპერაციაზე.

მისი თქმით, ის, რომ ამ დრომდე მთავრობის მხრიდან თითქმის არავითარი განცხადება არ გაკეთებულა, იმის ფიქრის საფუძველს იძლევა, რომ ხელისუფლებას რაღაცის თქმა არ უნდა.

“არ მინდა საკითხის დრამატიზირება, მაგრამ ვფიქრობ, თვითონ ხელისუფელბას აქვს პრობლემა. მეჩვენება, რომ ხელისუფლების შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულში ირიბად თანამონაწილეობენ, არადა მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ გამოავლინოს ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ამ ჯგუფს, თუნდაც ისინი თავისი წიაღიდან იყვნენ”, - აცხადებს ხუხაშვილი

პოლიტოლოგის თქმით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისიწინებაც, რომ სირიაში დასრულდა ტერორისტებთან საომარი ეტაპი, ახლა რამდენიმე ათასი ადამიანი ცდილობს ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნებას და თუ  იმას გავითვალისიწნებთ, რომ რუსეთში ასე პირდაპირ ვერ შევლენ, ვინაიდან მათზე სრულ ინფორმაციას ფლობს მოსკოვი. ამიტომ, შეიძლება ერთ-ერთ დერაფნად საქართველო გამოიყენონ.

“ეს კი ჩვენთვის სიტუცაიის ყველაზე სახიფათო განვითარებაა. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება რუსეთის მხრიდან კვლავ ავღმოჩნდეთ სერიოზული აგრესიის ობიექტი. იმის პრევენციისთვის, რომ საქართველო ტერორიტებისთვის სატრანზიტო ქვეყანად არ იქცეს, ჩვენს სპეცსამსახურებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ. შესაძლებელია რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაც, რათა მათ რუსეთიდან სირიაში გასული ტერორისტების ბაზა მოგვცენ. 

“ჩატაევის შემთხვევაში მისი იდენტიფიცირება შედარებით მარტივი იყო, თუმცა იმ რამოდენიმე ათასი ტერორისტის ვინაობა, რომელიც სირიიდან წამოსვლას მოინდომებს, ჩვენ არ ვიცით. შესაბამისად, ისინი ისე შეიძლება აღმოჩნდნენ საქართველოში, რომ ვერც გავიგოთ. ამიტომ ჩვენ უნდა ვთხვოთ რუსეთს მოგვაწოდოს ეს ბაზა, რათა ერთის მხრივ ჩვენი საზღვარი დავიცვათ და მეორეს მხრივ რუსეთსაც არ მივცეთ პრეტენზიების გამოთქმის საშუალება, რომ ჩვენ ტერორისტებს ვიფარებთ”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×