რეზონანსი
15.12.2017

 (რეზონანსი) თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ პარლამენტი სემეკ- ის წევრის თანამდებობაზე მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

„ვადასტურებ, რომ გუშინ წარადგინეს ჩემი კანდიდატურა საქართველოს მთავრობაში, სემეკ-ის წევრად თანხმობის მოსაპოვებლად, რომლის შემდეგი პროცედურაც საქართველოს პარლამენტში წარდგენა იქნება. ველოდებით პროცედურებს და შესაბამისად, პროცედურების მიხედვით მოვიქცევით. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა იქნება", - განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სემეკის წევრად ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×