რეზონანსი
15.12.2017

 (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშაკარში წუხელ გვიან ღამით მაქაცარიაების საცხოვრებელი სახლი, სადაც ათი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნებიც ცხოვრობდნენ, დაიწვა.

სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა პროკოპენკოს თქმით, სახანძრო დრულად მოვიდა თუმცა, სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მისივე თქმით, ოჯახს პროგრამით გათვასლიწინებული 1000 ლარს და სამასალე მერქანს მიიღებს.

„მსგავსი შემთხვევების დროს სახელმწიფო ოჯახს პროგრამით გათვალისწინებული 1000 ლარი და სამასალე მერქანით ეხმარება. სამწუხარო ფაქტი მოხდა, ოჯახმა 70 000-მდე ლარით იზარალა. ცეცხლი სავარუდოდ გაყვანილობას გაუჩნდა",- ამბობს პროკოპენკო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×