რეზონანსი
15.12.2017

 (რეზონანსი) თავისუფლების მოედანზე, სლოგანის „სიცოცხლით სავსე ქალაქის" განთავსების გამო, „ნაცონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერიის დაჯარიმების მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართა.

როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, პარტიული სლოგანებით ახალი წლის მოლოცვა თბილისეების შეურაცხყოფა.

„ქართულმა ოცნებამ" და კახა კალაძემ უნდა იცოდნენ, რომ ახალი წელი პარტიული ღონოსძიება არ არის, მათ საარჩევნო სლოგანები შეუძლია დაიტანონ პლაკატებზე და ბანერებზე და არა ახალი წელი მოგვილოცონ პარტიული სლოგანებით", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა" სლოგანის დემონტაჟის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. შესაბამის სარჩელს პარტია ორშაბათს შეიტანს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×