რეზონანსი
15.12.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტის განხილვას თბილისის მერი კახი კალაძე არ დაესწრება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ბიუჯეტის წარდგენაზე რეგლამენტი მერის მოსვლას არ ითვალისწინებს.

„ოპოზიციური შოუებისთვის არ გვცალია, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. დღეს ჩვენ ვამტკიცებთ იმ ბიუჯეტს, სადაც ის დაპირებები და პრიორიტეტებია ასახული, რომელსაც მოსახლეობამ მისცა ხმა", - განაცხადა ზარქუამ.

ამასთან დაკავშირებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერი მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაზე აუცილებლად უნდა მივიდეს და თუ კი კალაძე თბილისის საკანონმდებლო ორგანოში არ მივა, ეს ნიშნავს, რომ მას თავისივე გუნდის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მოსწონს.

მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საკრებულომ დღეს 16:00 საათზე უნდა იმსჯელოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×