რეზონანსი
15.12.2017

 (რეზონანსი) რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა, სანქტ-პეტერბურგში, 16 დეკემბერს დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს საზოგადოებრივი კავშირების ცენტრი იუწყება.

უწყების ცნობით, 13-14 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" შვიდი წევრის დაკავება მოხდა.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას და მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნას გეგმავდნენ.

უწყების განცხადებით, ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობის კომპონენტები, ავტომატური იარაღი და საბრძოლო მასალები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×