რეზონანსი
15.12.2017

 (რეზონანსი) ის წლები, როდესაც ყველას თავზე აჯექით, დასრულებულია. არც ერთ ტყუილს არ გაგიტარებთ და არ გაპატიებთ, - ასე მიმართა კახი კალაძემ ოპოზიციას თბილისის საკრებულოს სხდომაზე.

მანამდე საკრებულოს დეპუტატებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კალაძეს მიმართეს. ეს ეხებოდა უფასო სასადილოებში დაფინანსების საკითხს, „სითი პარკსა" და მის ჯარიმებს, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას და სხვა.

„მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობთ, ნახევარი მილიონით არის გაზრდილი სოციალურად დაუცველთა დაფინანსება. თუ მკითხავთ, არის თუ არა საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რაც გვაქვს. არც ერთ ტყუილს არ გაპატიებთ. ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა. სიცრუით და დემაგოგიით არაფერს გაგიტარებთ", - ასე უპასუხა კალაძემ დასმულ შეკითხვებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×