(რეზონანსი) ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან, - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილის.
კალაძემ სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც მილანური კომპანიის თბილისის საახალწლო განათებებს შეეხებოდა.
მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ თბილისის საახალწლო განათება მილანურმა კომპანიამ განახორციელა.
"აქაც იტყუებით - მილანური კომპანია არ არის ის, ვისგანაც მოხდა განათებების შესყიდვა. თუმცა, მილანურიც რომ ყოფილიყო, აქაც ვერ ვხედავ პრობლემას", - ამბობს კალაძე.
საკრებულოს დარბაზიდან ხაბეიშვილის რეპლიკის შემდეგ კი მერმა მას მიმართა და განაცხადა - „ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან".