(რეზონანსი) კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელმა, უმარ იდიგოვმა 22 ნოემბრის სპეცოპერაციაზე კომენტარი გააკეთა.
„ჩემი ინფორმაციით, ძალოვანები ტერორისტების გადმოყვანაში ჩართულები არ იყვნენ - ეს არ არის ლაფანყურის დრო. მათი მიზანი არა საქართველოში დარჩენა და და აქედან რაიმე ოპერაციის განხორციელება, არამედ რუსეთში გადასვლა იყო.
ისინი არ თვლიდნენ, რომ აქ რაიმე საფრთხე ემუქრებოდათ, საიდან იყვნენ ასე დარწმუნებულები, არ ვიცი, გაოცებულიც კი ვარ ", - განაცხადა "პირველ რადიოსთან" საუბარში იდიგოვმა.
მისივე თქმით, იარაღი, რომელიც ტერორისტებს ჰქონდათ, სავარაუდოდ, ვიღაცამ აქ მისცა და დაეხმარა.
„ის, რომ მათ იარაღი ჰქონდათ, მოწმობს, რომ აქ ვიღაც ეხმარებოდათ, შეუძლებელია ამდენი იარაღის საზღვარზე გადმოტანა.
ახლა საჭიროა, გავიგოთ, ვინ ეხმარებოდა მათ გადმოსვლაში და ვინ უზრუნველყო ისინი იარაღით" , - აღნიშნა იდიგოვმა.