თიკო ოსმანოვა
16.12.2017

 ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ჯ. სავარუდოდ, 9 იანვარს სასამართლო პროცესზე დაიკითხება. ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა პროცესზე დეტალურად ისაუბროს, თუ რა მოხდა 1 დეკემებრს შემთხვევვის ადგილზე. 

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, ადვოკატის თქმით, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიახლე არაა. 

"ამ ეტაპზე სიახლე არაფერი არ არის, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს, რაღაც საკითხები ირკვევა და შემდეგ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არ დაკითხულა. შეიძლება ეს ადამიანი დაიკითხოს საგამოძიებო ორგანოს მიერ, ან პირდაპირ სასამართლოს მიაწოდის დეტალური ინფორმაცია. ის ისაუბრებს დეტალებთან დაკავშირებით ობიექტურად. სრულყოფილად აპირებს მოყვეს, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გ.ჯ.-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. 

შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლასთან მოსწავლეებს შორის 1-ლ დეკემბრის სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაკავებულია 5 ადამიანი. მათგან ორი მე-11 კლასელი მკვლელობის ბრალდებით, რომელთაგან ერთი დააკავეს 2 დეკემბერს, მეორე კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. 

საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორივე არასრულწოვანი პირველ ექსპერიმენტულ სკოლის 11-ე კლასის მოსწავლეა. 

გ.ჯ დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით კი იგი მოგვიანებით დაკითხვისას ისაუბრებს. 

 "პირველად შევხვდი ბრალდებულს იგი ამბობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დანა, მაგრამ მისი თქმით, მხოლოდ ერთხელ გამოიყენა. შესაბამისად, თუ დავუჯერებთ, დანარჩენი ჭრილობები მიაყენეს მოგვიანებით სხვა პირებმა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია რას გვეტყვის ექსპერტიზა. ჩემი ვარაუდით, ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან მხოლოდ ორი ადამიანის მიერ“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×