რეზონანსი
16.12.2017

 (რეზონანსი) ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ პირებს მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობას მიმართეს, პატივი სცენ მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას.

„გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო უსაფრთხოების დღევანდელ გარემოში, ქართველი ხალხის ინტერესშია რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამონახოს საერთო ენა და იფიქროს ქვეყნის მომავალზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ" - წერია ევროპარლამენტის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×