რეზონანსი
16.12.2017

 (რეზონანსი) ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ე.წ. მწვანე ბარათის გათამაშება უნდა შეწყდეს.

მისივე თქმით, ვიზის გათამაშება ამერიკაში საზოგადოების ყველაზე ცუდი წარმომადგენლების შეღწევას უწყობს ხელს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერორისტებმა გასული წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ორი თავდასხმა განახორციელეს. პირველი ტერორისტი ქვეყანაში ე.წ. ჯაჭვური მიგრაციის დახმარებით ჩავიდა, ხოლო მეორე - სავიზო ლატარიის გამარჯვების წყალობით.

"ის ხალხი, ვინც საკუთარ ქვეყნებში ნაგავშია, ჩვენთან ლატარიის წყალობით ჩამოდის"- განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×