(რეზონანსი) სირიის პროვინციაში, ელ-ხასკაში ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორიაზე ამერიკული ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ახალი შეიარაღებული ფორმირებები იქმნება, სახელწოდებით, "ახალი სირიის არმია".
ლტოლვილთა თქმით, რომლებმაც დასახლება დატოვეს, აშშ-ს სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ სასწავლო კურსის შემდეგ ეს ფორმირებები სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ სამხრეთში გადავლენ .
ბანაკი მდებარეობს ქალაქ ჯის ალ-შადადის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 20 კილომეტრში.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შეერთებული შტატების საერთაშორისო კოალიცია პლაცდარმს 6 მილიონზე მეტი ადამიანის გასაწვრთნელად იყენებს.
შეიარაღებული ფორმირებების ძირითადი ხერხემალი 400-ზე მეტი ტერორისტისგან შედგება, რომლებმაც ოქტომბრის თვეში რაკი აშშ-ს მხარდაჭერით დატოვეს.