რეზონანსი
17.12.2017

 (რეზონანსი) სოფელ წინანდალში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ერმსხევრპლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

თელავიდან გურჯაანის მიმართულებით მოძრავი „მიცუბიშისა" და „ჰონდას" მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორი დაშავებული მგზავრი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×