რეზონანსი
17.12.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირად წერილში შერიგება შესთავაზა.

როგორც სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, ის აპირებს შეტევა მიიტანოს მთავრობაზე. თუმცა, საქართველოს ექს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მთავრობასთან დიალოგისთვის მზადაა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მათ შევუტევთ. თუმცა შემდეგ გავმართავთ მოლაპარაკებებს, ოღონდ კამერებთან ერთად. ეს იქნება მოლაპარაკებები ოლიგარქიული სისტემიდან თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლის შესახებ", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთშ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს პირად წერილში შერიგება შესთავაზა, რაც პარტია „სამოქალაქო პოზიციის" ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ დაადასტურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×