რეზონანსი
17.12.2017

 (რეზონანსი) კიევში, შევჩენკოს მეოდანზე "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის და "იმპიჩმენტის მარშის" მომხრეების აქცია-მსვლელობა დაიწყო.

მარშის დაწყებამდე შეკრებილებს სააკაშვილმა სიტყვით მიმართა.

„თქვენი ხმები საკანში მესმოდა, სადაც პოროშენკომ ჩამსვა. თქვენი მადლობელი ვარ. თქვენ მე გამათავისუფლეთ, ახლა კი ვალდებული ვარ თქვენთან ერთად გავათავისუფლო უკრაინა „ბარიგებისგან", კორუფციონერებისა და ოლიგარქებისგან", - განაცხადა სააკაშვილმა.

მსვლელობის დასრულების შემდეგ, სპეციალურად მოწყობილი სცენიდან ლიდერები აქციის მონაწილეებს მიმართავენ და სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×