რეზონანსი
17.12.2017

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. მან მერაბიშვილის პოლიტპატიმარი უწოდა.

დეკანოიძის განცხადებით, საქართველო დიქტატორული მმართველობის სტილში გადავიდა.

"საქართველო გადავიდა დიქტატორული მმართველობის სტილში, როდესაც ქვეყანას ჰყავს უკვე აღიარებული პოლიტპატიმრები და ეს ადამიანები სხედან ციხეში იმიტომ, რომ მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს. რეალურად ამას ადასტურებს მათი განცხადება, ამას ადასტურებს სტრასბურგის გადაწყვეტილება. ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას განთავისუფლებული. მათ შორის მერაბიშვილზე სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი აუცილებლად უნდა იყოს განთავისუფლებული და არის პოლიტპატიმარი, რადგან დარღვევაა ძალიან მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების პრინციპის," - განაცხადა დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×