რეზონანსი
17.12.2017

 (რეზონანსი) ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაზარალებული 17 ოჯახი, რომელიც დროებით საცხოვრებელ ფართებში იყო გადაყვანილი, საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისნის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

კორპუსში სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ლიფტი აღდგა, დამონტაჟდა გაზის ახალი მილები და მოწესრიგდა ელექტროენერგიის ხაზები. პარალელურად, მიმდინარეობს იმ რვა ოჯახის საცხოვრებელი ფართების სარემონტო სამუშაოები, რომლებიც სპეცოპერაციის დროს სრულად განადგურდა. აღნიშნული ოჯახები კვლავ დროებით საცხოვრებელ ფართებში რჩებიან. საუშაოების დასრულების შემდეგ კი, შესაძლებლობა ექნებათ, რეაბილიტირებულ ბინებს დაუბრუნდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×