რეზონანსი
17.12.2017

 (რეზონანსი) კიევში, ოქტომბრის სასახლესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სასახლის შიგნით ტერიტორია კვამლშია გახვეული. გაზის გაშვების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი შეუძლოდ გახდა და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

სააკაშვილი მხარდამჭერები სასახლეში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა არ მისცეს, რომელთაც შენობის შესასვლელი ბლოკირებული აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×