რეზონანსი
17.12.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოქტომბრის სასახლესთან დაპირისპირების შემდეგ, მხარდამჭერებს დამოუკიდებლობის მოედანზე გადანაცვლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა, რომ სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ, რადგან როგორც საქართველოს ექს პრეზიდენტი აცხადებს, მისი გზა მშვიდობიანია, რაც ძალადობას გამორიცხავს.

სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზი გაუშვა, ასევე ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად კიეში „იმპიჩმენტის მარშს" მართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×