რეზონანსი
18.12.2017

 (რეზონანსი) მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე პირველის განცხადებით, საპატრიარქოში არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია, მისი ერთი ეპისკოპოსის მეშვეობით აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის.

მისივე თქმით, სურს, რომ მოწესრიგდეს ეს საკითხი და ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს.

"ამ პრობლემას პოლიტიკური სარჩული აქვს და მსოფლიო საპატრიარქო პოლიტიკით არ არის დაკავებული.

ეკლესიურად მიგვაჩია, რომ ეს ადგილები საქართველოს ეკლესიას ეკუთვნის.

ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს ეკლესიასთან ამ საკითხებზე და ბოლოს, როდესაც კონსტანტინოპოლში ვისაუბრე ამ საკითხზე მის უწმინდესობასთან, გვითხრა, რომ გაგზავნიდა ერთ-ერთ ეპისკოპოსს, ან თვითონ წავიდოდა, მაგრამ ეს ვერ მოხდა" , - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×