(რეზონანსი) ქუთაისის ნომერ მე-13 საჯარო სკოლაში პედაგოგმა პირველი კლასის მოსწავლეს სახისა და ყელის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
მასწავლებლის თქმით, სასწავლო პროცესის დასრულებამდე ბავშვები დაღლილები იყვნენ და ძალიან ხმაურობდნენ, სიტუაციის განსამუხტად კი მან ერთ-ერთი მოსწავლე კუთხეში დააყენა.
მისივე განცხადებით, ბავშვს ფიზიკური დაზიანებები სწორედ ამ დროს, შემთხვევით მიაყენა.
დირექტორი დარწმუნებულია, რომ ფიზიკური დაზიანებები ბავშვმა შემთხვევით მიიღო.
საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. ეს მუხლი 2-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან შეზღუდვას ითვალისწინებს.