რეზონანსი
18.12.2017

 (რეზონანსი) უკრაინაში კანადისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა, რომან ვაშუკმა და ჯუდიტ გოფმა "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული "იმპიჩმენტის მარშის" მონაწილეების ოქტომბრის სასახლეში შეჭრის მცდელობა დაგმეს.

"საჯარო შენობების დაკავებისა და განადგურების მცდელობა მშვიდობიანი პროტესტის უფლების ბოროტად გამოყენებაა", - განაცხადა ვაშუკმა.

ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჰუდიტ გოფმაც. "აბსოლუტურად ვეთანხმები კანადელ კოლეგას", - აღნიშნა მან.

შენობაში შეჭრის მცდელობა ასევე დაგმო უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩომ.

" ჩვენ ვეთანხმებით კანადელ და ბრიტანელ კოლეგებს. საზოგადოებრივი შენობების ხელში ჩაგდება და განადგურება  მშვიდობიან პროტესტზე უფლების ბოროტად გამოყენებაა", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

"იმპიჩმენტის მარშის" მონაწილეებმა კვირას ოქტომბრის სასახლეში შეჭრა სცადეს, თუმცა "ახალი ძალების მოძრაობაში" აცხადებენ, რომ შეტაკება პროვოცირებული იყო.

დაშავებულია 32 სამართალდამცველი. მომხდართან დაკავშირებით ორი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×