"2020 წლისთვის სულაც არ არის გამორიცხული, "ქართული ოცნება", რამოდენიმე ჯგუფად გაყოფილი შეხვდეს არჩევნებს. უფრო სწორად, გამოყოფილმა ჯგუფებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად მიიღონ.", - ამის შესახებ "რეზონანს" პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ვითარება საკმაოდ რთულია, მისი გამოსწორება კი როგორც ჩანს ვერ ხერხდება, ამიტომ სავარუდოდ "ოცნება" დაიშლება.
"ამის პრეცედენტები არის და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ რთულია, როგორც ჩანს, მისი გამოსწორება ვერ მოხერხდება. ამიტომ "ოცნებაში" დაიწყება ფიქრი ოპოზციური ნაწილის შექმნაზე.
"ეს პროცესი დღეს შეიძლება, პირდაპირ არ უკავშირდებოდეს ოცნებაში ფრაქციების შემქნას, თუმცა ირიბად მაინც არის მოძრაობები ამ მიმართულებით", - განაცხადა ძაბირაძემ.