რეზონანსი
19.12.2017

 (რეზონანსი) მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის ფორმატში მუშაობის თაობაზე, ხვალ პრეზიდენტს მიმართვა გაეგზავნება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„როგორც ვიცით, რიგგარეშე სესიაზე ვმუშაობთ წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგით. თხოვნა გვექნება, რომ რიგგარეშე სესია გაგრძელდეს 21 დეკემბრის 12 საათიდან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე. ამიტომ შესაძლებელია, მუშაობა გაგრძელდეს შაბათს და კვირას", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×