(რეზონანსი) წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფშემწე, ეხმარება ყოველ ადამიანს, რომელიც რწმენით და სიყვარულით მას მიმართავს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფშემწე, ეხმარება ყოველ ადამიანს, რომელიც რწმენით და სიყვარულით მას დახმარებისთვის მიმართავს. არ შეიძლება რომ არ დაეხმაროს. წმინდა ნიკოლოზი არაქრისტიანებსაც ეხმარება.
„ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი განსაცდელი, მწუხარება, რომელიც არის რომელიმე ოჯახში სიხარულით შეიცვალოს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით. დალოცვილი და გახარებული იყავით", - ბრძანა უწმინდესმა.