რეზონანსი
19.12.2017

 (რეზონანსი) რუსეთის ქალაქ ნარიან-მარში „ან-2-ის" ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

თვითმფრინავის ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა. ოთხი მათგანი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენებმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს. დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვიცაა.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი დაშვების დროს დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.

გამოძიება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით უკვე დაწყებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×