(რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, მოზარდი, რომელიც სამართალდამცავებს მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ ჩაბარდა, გამომძიებლებს ჯერ არ გამოუკითხავთ და შესაბამისად გ.ჯ -ს დანაშაული არ უღაირებია.
დაცვის მხარე განმარტავს, რომ სანამ ბრალდებული სასამართლოს ჩვენებას არ მისცემს, ბრალის აღიარებაზე მხარე ვერ ისაუბრებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არც კი გამოუკითხავთ. შესაბამისად, ვერც დანაშაულის დეტალებზე ისაუბრებდა", - განაცხადა კაკაბაძემ.
ადვოკატის ინფორმაციითვე, ბრალდებული სასამართლო სხდომაზე დეტალურ ჩვენებას მისცემს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.