რეზონანსი
19.12.2017

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, 8-12 წლამდე ექვსი ბავშვი მოიწამლა. ბავშვები ინტოკსიკაციით გორის დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში" გადაიყვანეს.

ბავშვებიდან ოთხი 8 წლის არის, ხოლო ორი 11-12 წლის. ოთხი ბავშვი საავადმყოფოში სასწრაფომ, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ორი ბავშვი მშობლებმა მიიყვანეს.

ექიმის განცხადებით, ბავშვებს საშუალო სიმძიმის სიმპტომები აქვთ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დღის ბოლომდე დარჩებიან.

ექიმის განცხადებით, სამი ბავშვი უკვე სახლში გაწერეს, ხოლო დანარჩენი სამი საავადმყოფოში რჩება.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები სკოლაში ონკანიდან წყლის დალევის შემდეგ გახდნენ შეუძლოთ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×