თიკო ოსმანოვა
19.12.2017

 ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ჯ. 9 იანვარს სასამართლო პროცესზე დაიკითხება. ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა პროცესზე დეტალურად ისაუბროს, თუ რა მოხდა 1 დეკემბერს შემთხვევვის ადგილზე.

რაც შეეხება საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას მან ამის შესახებ არაფერი არ იცის. ამბობს, რომ მეორე ბრალდებულს ადვოკატი შეეცვალა, ამიტომ ამასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლასთან მოსწავლეებს შორის 1-ლ დეკემბრის სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაკავებულია 5 ადამიანი. მათგან ორი მე-11 კლასელი მკვლელობის ბრალდებით, რომელთაგან ერთი დააკავეს 2 დეკემბერს, მეორე კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×