რეზონანსი
19.12.2017

 (რეზონანსი) რუსთაველის გამზირზე 2 ნომერში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში, დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება.

როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განაცხადა, მოზარდს ჰემორაგიული შოკი აქვს და მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.

„პაციენტი მოყვანილია შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. შემოსვლისას გამოხატული იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის არეში და წელის მიდამოში. პაციენტი ამჟამად საოპერაციო ბლოკში იმყოფება და ოპერაცია მიმდინარეობს.

„ოთხი ჭრილობა აქვს სავარაუდოდ, დანით მიყენებული. ჰემორაგიული შოკი აქვს, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება. წინასწარ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით", - განაცახდა მუმლაძემ.

შსს-მ მოხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×