რეზონანსი
19.12.2017

 (რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო.

წერილში სააკაშვილი წერს, რომ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას უშვებდა და უშვებს

„მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, მე არავითარი აგრესიული განზრახვა არ მაქვს. კარგად მიცნობთ და ხვდებით, რომ ФСБ-ზე მუშაობაში ჩემი დადანაშაულება არა მხოლოდ სრული აბსურდია, არამედ ძალიან ახარებს უკრაინის მტერს. რა თქმა უნდა, მე ბევრი პოლიტიკური შეცდომა დამიშვია და ვუშვებ, მაგრამ ახლა, როგორც არასოდეს დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის დეესკალაციაა საჭირო, რათა დესტაბილიზაცია არ მოხდეს. მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე უფლებამოსილ წარმომადგენელს და ყველაფერზე ვისაუბროთ", - ნათქვამია წერილში.

ცეგოლკოს თქმით, წერილის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მან ჟურნალისტების თხოვნის, ასევე სააკაშვილის განცხადებების გათვალისწინებით მიიღო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×