რეზონანსი
19.12.2017

 (რეზონანსი) სკოლა „ოქროს აკვანის" დირექტორ მაია მიქაძეს განცხადებით, მოზარდი, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დაჭრეს დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა.

დირექტორი მოზარდს დადებითად ახასიათებს. მისი თქმით არასრულწლოვანი უკონფლიქტო, მოწერსიგენული და ზრდილობიანი ბავშვია.

„ბავშვი უკონფლიქტო, მოწესრიგენული და ზრილობიანია. ის ჩვენთან სასწავლებლად სექტემბერში გადმოვიდა. მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა ამ ბავშვზე. დღეს 6-ვე გაკვეთილს დაესწრო. რატომ იყო რუსთაველზე, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ კარგი მოსწავლეა", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

დირექტორი გამორიცხავს, რომ დაჭრილ მოზარდს თანასკოლელთან ჰქონოდა კონფლიქტი.

15 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე საათის წინ დაჭრეს გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის ინგოროყვას კლინიკაშია მთავსებული.

ექიმის ინფორმაციით მის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შსს-მ მომხრდაზე გამოძება განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×