რეზონანსი
20.12.2017

 (რეზონანსი) კალაძის განცხადებით, ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები თბილისის 14 ქუჩაზე მხოლოდ მოსაცდელებთან გააჩერებენ.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმა შსს-სთან უკვე შეთანხმებულია.

„გამოყოფილია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსები, ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერებენ.

მინდა, ვთხოვო ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურებს, რომ ამ 14 ქუჩაზე საცობების თავიდან აცილების მიზნით გააფართოვონ მოსაცდელები.

მნიშვნელოვანია მოსახლეობისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ინფორმირება, რათა არ გამოიწვიოს დისკომფორტი", - განაცხდა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×