რეზონანსი
20.12.2017

 (რეზონანსი) კიევის ოლქში ქართველი „კანონიერი ქურდი" დააკავეს, რომელსაც დაბა ვოზრელის მცხოვრების დაჭრა ედება ბრალად.

ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა დადგინეს, რომ დამნაშავე წარსულში „კანონიერი ქურდის", ახლა კი „კრიმინალური ავტორიტეტის" სტატუსით სარგებლობს.

უკრაინული მედიის ცნობით, დაკავებულს წარსულში მკვლელობაში ედებოდა ბრალი, 2014 წელს კი ძარცვის ბრალდებით, უკრაინაში 8-წლიანი სასჯელი მოიხადა.

„საერთო ჯამში დაკავებულმა საპატიმრო დაწესებულებებში 27,5 წელი გაატარა. ბოლოს ციხიდან 2016 სექტემბერში გამოვიდა, 6 თვის შემდეგ კი უცნობ პირთან კამათის დროს, არგუმენტის სახით ცივი იარაღი გამოიყენა" - წერია პოლიციის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა „კანონიერი ქურდი" კიევის ოლქში დააკავეს. ჩადენილი დანაშაულისთვის მას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×