(რეზონანსი) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატის, კახა კახიშვილის განცხადებით, 2018 წლის პირველი იანვრიდან საპატიმროდან გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება გაიხსნება, სადაც გადაიყვანენ იმ პირებს, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე 1 წელი დარჩათ.
მისივე თქმით, პატიმრებს ამ დაწესებულებაში საშუალება ექნებათ, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.
„გარდა ამისა, ამ დაწესებულებიდან მსჯავრდებულები გათავისუფლებიან ყოველდღიურ რეჟიმში იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუდმივ სამუშაო ადგილს იპოვნიან და ივლიან სასწავლო დაწესებულებაში.
ბუნებრივია, მათ ასევე ექნებათ საშუალება, დატოვონ დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე და სადღესასწაულო დღეებში", - განაცხადა კახიშვილმა.