რეზონანსი
20.12.2017

 (რეზონანსი) გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ, რომელშიც რუსეთი ოკუპანტად არის მოხსენებული.

დოკუმენტში ნათქვამიაა, რომ რუსეთის მთავრობამ ნახევარკუნძულზე უკანონოდ დაამყარა კანონები და თავისი იურისდიქცია.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის მოსახლეობის მიმართ განხორციელებული უფლებადარღვევები, მათ შორის „დაკავებები, წამება და სხვა ღირსებაშემლახავი მოპყრობა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×