(რეზონანსი) სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი ჟელეზნიაკმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, ყირიმში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ საკითხებზე"პოლიტიკური პროვოკაცია" უწოდა.
მისივე თქმით, დოკუმენტი უკრაინაშია მომზადებული და მისი მიზანი ანტირუსული განწყობის დათბობაა.
„ გაერო ვალდებულია, ამომწურავად შეისწავლოს სახელმწიფო საქმეები, დაგმოს პოლიტიკური პროვოკაციები და რეალურად შეაფასოს მიმდინარე მოვლენები მსოფლიოში ", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ყირიმში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყირიმის მოსახლეობის მიმართ განხორციელებული უფლებადარღვევები, მათ შორის დაკავებები, წამება და სხვა ღირსებაშემლახავი მოპყრობა.