რეზონანსი
20.12.2017

 (რეზონანსი) რომში, ბოსტონის ყოფილი მთავარეპისკოპოსი, პედოფილიის დაფარვაში ბრალდებული, კარდინალი ბერნარ ლოუ 86 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ლოუ ბოსტონის მთავარეპისკოპოსად 1984 წელს დაინიშნა, ხოლო 2002 წელს მღვდლების მიმართ სექსუალური ბრალდებების გამო, თანამდებობა დატოვა.

ეპარქიის წინააღმდეგ, დაახლოებით, 500 საჩივარი დაიწერა, მთავარეპისკოპოსს კი ბრალად დანაშაულების დაფარვა და პედოფილი მღვდლების მფარველობა წაუყენეს.

2003 წელს, ბოსტონის ეპარქიამ 552 ადამიანს, რომლებიც სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, კომპენსაციის სახით 85 მილიონი დოლარი გადაუხადა.

აღნიშნულმა საქმემ ბოსტონის ეპარქია გაკოტრების პირას მიიყვანა.

რომის პაპმა მღვდლების მიმართ ბრალდებას „სასიკვდილო ცოდვა" უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×